ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

ჯერ კიდევ იმანუელ კანტი მე-18 საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსი ცდილობდა საუკუნეთა განმავლობაში კაცობრიობისთვის გადაუწყეტელი პრობლემა გადაეჭრა. პრობლემა ომის და მშიდობის. მის ესსეში “მარადიული მშვიდობა ” , ის წერს, ევროპის ქვეყნებს შიგნით მშვიდობის დამყარებაზე, ამიტომაც შემოიტანა წინადადება ნებაყოფლობითი ფედერაციის შესახებ. მისი იდეა გაზიარებულ იქნა ჳჳ მსოფილიო ომის დამანგრეველი შედეგების შემდეგ. ევროპელი ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად არის შესაძლებელი. ჩამოყალიბდა ახალი ევროპის ხედვა, რომელიც დაამარცხებდა ანტაგონისტურ ნაციონალიზმს. ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ტოტალიტარიზმთან ბრძოლისა და საპროტესტო მოძრაობების შედეგად. აქედან იწყება ევროპულ ისტორიაში პერიოდი , რომელიც ინტეგრაციის და სოლიდარობის ალბათ ყველაზე დიდი გამოვლინება.
ევროგაერთიანებას ახასიათებდა ინტეგრაციის მაღალი დონე ისეთ სფეროებში, როგორიცა ეკონომიკა, ვაჭრობა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა თუ სამართალი, ხოლო თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში ნელი ტემპებითა და არაეფექტურობით გამოირჩეოდა. ამ სფეროში ინტეგრაციის ფრთხილი და ნელი ტემპები შეიძლება აიხსნას ორი გარემოებით.

1. პირველი _ საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა ტრადიციულად სახელმწიფოს ღრმა სუვერენული კომპეტენციის სფეროებია. ანუ სახელმწიფოები ილტვიან ამ სფეროში მაქსიმალური დამოუკიდებლობისაკენ, რადგან საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა პირდაპირ კავშირშია ტრადიციული გაგებით ქვეყნის სუვერენიტეტთან, მისი დამოუკიდებლობის ხარისხსა და ეროვნულ ინტერესებთან. შესაბამისად, ევროკავშირში გაერთიანებულ წევრ სახელმწიფოებს ყოველთვის უჭირდათ საგარეო და უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში საერთო პოზიციის შემუშავება, რომ არაფერი ვთქვათ ამ პოზიციის განხორციელებაზე.

2. მეორე უცილო მიზეზი იმისა, თუ რატომ განვითარდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინტეგრაცია ამ სფეროში ნელი ტემპით გახლავთ ის, რომ 1949 წლიდან დღემდე ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ზრუნავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო). ამ მისიას ნატო დღემდე წარმატებით ასრულებს და შესაბამისად ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი, ფრთხილობენ და მიაჩნიათ, რომ არ არის მიზანშეწონილი წმინდა ევროპული თავდაცვის სტრუქტურის შექმნა, რაც ნატო-ს გაუწევს კონკურენციას და მისი არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ დააყენებს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, დღესდღეობით ევროკავშირის სამი საყრდენიდან ერთ-ერთი ევროპის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, რომლის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებმა საერთო თავდაცვის შემუშავებაზეც იზრუნეს და 2003 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ეგიდით სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო ოპერაციების განხორციელებაც დაიწყეს. შედეგად, დღესდღეობით, ევროკავშირი გვევლინება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტორად საერთაშორისო არენაზე, რომლის მიმართა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი დღითიდღე იზრდება. იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ როგორ ხდებოდა ინტეგრაცია ამ სფეროში და რა სირთულეებითა თუ წარმატებებით ხასიათდებოდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეტაპობრივად განვიხილოთ ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების ისტორია, დაწყებული 50-იანი წლების წარუმატებელი მცდელობებით, დამთავრებული ევროკავშირის საერთო თავდაცვის კომპონენტების ჩამოყალიბებით. ასევე, განვიხილოთ ამ სფეროს ინსტიტუციური მოწყობა და საერთო საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები.

(more…)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921

1918-1921 ეს წლები დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლების ხანაა, დრო, რომელსაც სამწუხაროდ არ ეწერა ხანგრძლივად არსებობა. სამი წლის შუალედი საქრთველომ იხილა, როგორც გამარჯვების სიხარული ასევე მარცხის სიმწარეც. “ სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი ” ( კონსტანტინე გამსახურდია )

ორი თარიღია განსაკუთრებით აღსანიშნავი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ეს არის: 1918 წლის 26 მაისი- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და 1921 წლის 25 თებერვალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცემა_ უცხო ძალის მიერ საქართველსო დაპყრობის დღე.

1917 წლის რუსეთიში მოხდა მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა საქართველოს თავისუფებისთვის ბრძოლაში. თებერვილი რევოლუცია, ტახტიდან ჩამოაგდეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ ჳჳ. რუსეთის იმპერია გადადის გარდამავალ პერიოდში. რომანოვების ტახტიდან ჩამოგდებამ და მათმა დევნამ, რუსეთის იმპერიულ მთლიანობას შეურყია საფუძველი. სწორედ ამ გარემოებამ შექმნა საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრივობის აღდგენის პირობები. თუცა ეს პროცესი რასაკვირველია ერთბაშად არ დაწყებულა. მას წინ უსწრებდა ამიერკავკასიის ჯერ სამხედრო მმართველობა შემდეგ კი ფედერაციული სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ორივე მათგანმა ერთად სულ 14 თვე გაძლო.
1917 წლსი 9 მარტიდან 15 ნოემბრამდე არსებობდა დროებითი მთავრობის მიერ განსაკუთრებული კომიტეტი- ოზაკომი. 1917 წლის 15 ნოემბერს ის ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა.1918 წელს 10 თებერვალს კომისარიატის ადგილი უკვე ამიერკავკასიის საიმმა დაიკავა. სეიმში სოციალ-დემოკრატიული პარტიაც იღებდა მონაწილეობას ამით ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში “სახელმწიფოებრივი” გამოცდილებით მოვიდნენ. 1917 წლის 19-22 ნოებერს შედგა საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო საზოგადოებისა და სხვა წარმომადგენლობების კრება, რომელმაც თავი ეროვნულ ყრილობად გამოაცხადა. ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოს თავჯდომარედ კი არჩეული იქნა ნოე ჟორდანია. Continue reading

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან – ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი – ილია ჭავჭავაძე

Communis Sponsio's avatarCommunis Sponsio

(1900)

I

უმეცრობის ფართი-ფურთი

უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების და თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარსაზრს,ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც…

View original post 6,033 more words

პლატონი სახელმწიფო

plato-on-the-left-and-aristotle-raphael-the-school-of-athens-1510-1511პლატონი (ძვ. წ. აღ. 427-347 წწ)
დიდი ბერძენი იდეალისტი ფილოსოფოსი პლატონი მოღვაწეობდა ძვ. წ. აღ. 427-347წწ. იგი იყო სოკრატეს მოსწავლე. პლატონმა ძვ.წ.აღ. 387წ. ათენში დაარსა ფილოსოფიური სკოლა _ პლატონის აკადემია, რომელიც ძვ. წ. აღ. I საუკუნემდე არსებობდა. პლატონის აკადემიის ტრადიციები აღდგენილ იქნა ახ. წ. აღ. I-II საუკუნეებში შუა პლატონიზმის და ნეოპლატონიზმის (IV-VI სს) სკოლებში. აღორძინების ეპოქაში პლატონის აკადემია აღდგენილ იქნა ფლორენციაში და არსებობდა XV-XVI საუკუნეების მანძილზე. პლატონი სამოგზაუროდ გაემგზავრა სიცილიაზე, სადაც იგი სიცილიის ტირანმა დიონისემ მონების ბაზარში გაყიდა, შემდეგ კი იგი თავისმა მეგობრებმა გამოისყიდეს. Continue reading

ინსტიტუტები და მათი როლი ეთნიკური კონფლიქტის წარმოშობაში

1.1920588
  სახელმწიფო შედგება არაფორმალური და ფორმალური ინსტიტუტების ურთიერთქმედებისგან. ორივეს აქვს საკმაოდ მნიშნველოვანი და დიდი ფუნქია საზოგადოებრივი სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. კონფლიქტის პირობებში ამ ინსტიტუტების როლი დიდია.

ინსტიტუტები არის თამაშის წესები საზოგადოებაში,  ან უფრო ფორმალურად, ისინი არიან მიერ განსაზღვრული (გამოგონილი)  შეზღუდვები, რომლებიც აძლევენ ფორმას ადამიანურ ურთიერთობებს. ეს განსაზღვრება თანაბრად ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს. Continue reading

ეთნიკურობის თეორიები და კონფლიქტების ანალიზი : ურთიერთმიმიართება

ბლოგი  ეთნიკუორბის თეორიებზე მსჯელობისთვის უნდა განვსაზღვროთ თავად ენთიკუორბის ცნება. ის შეიძლება რამოდენიმე დონედ დაყოთ და ვთქვათ,რომ ის არის ეთნოსის და ეთნიკური ჯგუფის საერთო გამომხატველი ტერმინი. თავისთავად ეთნიკურობა აღნიშნავს ადამიანის კუთვნილებას ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული ეთნიკური ჯგუფისადმი.
ეთნოსი კი არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, როელსაც გააჩნია საერთო, შედარებით სტაბილური ენობრივი, კულტურული, ფსიქოლოგიური თავისებურებები ,რომელთანაც კონკრეტული ინდივიდები აკეთებენ თვით იდენტიფიკაციას. როდესაც საქმე გვაქვს ეთნიკური ჯგუფთან ეს არის ადამიანთა პოპულცია, რომლის წევრები ერთმანეთთან აიგივებენ თავის საერთო წარმომავლობის ან წინაპრების საერთო კულტურის, ქცევების, ენის ან რელიგიის საფუძველზე.

 Continue reading 

მსოფლიო წესრიგი ცივი ომის დასრულების შემდეგ სამი განსხვავებული ხედვა

მსოფლიოში მშვიდობის დამყარება, მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების დამკვიდრება, ომების თავიდან აცილება იყო და რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად, რომლის მოლოდინში კაცობრიობამ ათასწლეულები გალია. ნებისმიერი ადამიანი, რომელ დარგშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი იქნება ეს ფიზიკა, ლიტერატურა, მედიცინა, თუ პოლიტიკა ფიქრობს და ზრუნავს ამ პრობელმის გადასაწყვეტად. ალბერტ აინშტაინს ცნობილ გერმანელ ფიზიკოს ერთხელ კითხეს: ” რატომაა, რომ ადამიანის გონებამ ატომის სტრუქტურის აღმოჩენა შესძლო, მაგრამ ვერ შევძელით ისეთი პოლიტიკური საშუალებების გამონახვა, რომელიც ამავე ატომით საკუთარი თავის მოსპობისგან გადაგვარჩენდა? ”, ამაზე აინშტაინმა მიუგო: ” ეს მარტივად აიხსნება, ჩემო ბატონო. რადგან პოლიტიკა ფიზიკაზე რთულია, ბევრად უფრო რთული.

მშვიდობიანი მსოფლიოს აუცილებლობა ალბათ დასაბამითგანვე იდგა, თუმა ორჯერ უფრო მეტად აქტუალური გახდა მშვიდობაზე საუბარი, ატომური იარაღის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გამოგონებისა, და ცივი ომის დასრულების შემდეგ. Continue reading

საზღვაო ძალის ისტროიული გავლენა სტრატეგიულ თეორიასა და პრაქტიკაზე

სტრატეგიული თეორიისთვს და ზოგადად იმ მეცნიერებებისთვის, ან მეცნიერებათა დარგებისთვის , რომელთაც სამხედრო საქმის შესწავლასთან კავშირი აქვთ, ერთ-ერთი განსაკუთრებული ინტერესისი საგანს წარმოადგენს საზღვაო ძლერებსი თემა.

საზღვაო ძლერების, ან საზღავაო ძალაუფლების მნიშვნელობა მხოლოდ საზღვაო შეირაღებული ძალების კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში ჩართულობის ხარისხით არ განისაზღვრება.

იგი უფრო ფართო ცნებაა და თავის თავში მოიცავს ისეთ ელემენტენს, როგორიცაა  : საერთაშორისო ვაჭრობის კონტროლი, საზღვაო საბრძოლო ოპერაციები და საზღვაო შეიარაღებული ძალების, როგორც დიპლომატიის ირაღად გამოყენება ( შემაკავებელი ან მაიძულებებლი პოლიტიკის გავლენის განსახორციელებლად. )

ჩვეულებრივი სახმელეთო და საჰაერო – სამხდრო ძალებისგან განსხვავებით, საზღვაო ძალაუფლება , მჭიდროდ გადაჯაჭვული და თითქმის განუყოფელია ეკონომიკური ასპექტებისგან.

სრული სახით იხილეთ თანდართულ დოკუმენტში … აზღვაო ძალის ისტორიული გავლენა

ომი ბიოლოგიური აუცილებლობა, სოციალური აუცილებლობა თუ ადამიანთა ცუდი გამოგონება

ომი წარმოადგენს, არა მხოლოდ,  ჩვენი ეპოქის, არამედ, კაცობრიობის მთელი არსეობიბის მანძილზე მის თანამდევ დაავადებას, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები ადამინთა ცნობიერებაში და ხშირ შემთხვევაში მათი მოქმედების უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია.

რა იწვევს ომს? კითხვა, რომელზეც პასუხს ადამიანები დასაბამიდან ეძებენ , რადგან მასზე პასუხის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დაძლევის გზების პოვნაც. ომის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდიანარეობების მხრიდან,  სხვადასხვანაირად აღიქმება. რეალისტები ფიქრობენ, რომ ომი ადამინის არასრულყოფილი ბუნების შედეგია; ნორეალისტები მას საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით ხსნიან. კონსტრუქტივისტები მას აღქმის პროდუქტად მიიჩნევენ, ფსიქოლოგები ბიოლოგიურ აუცილებლობად.  ხოლო   კულტურის , ნორმებისა და ჩვევების შემსწავლენი კი მას გამოგონებად აღიქვამენ.

სრული სახით იხილეთ თანდართულ დოკუმენტში  …ომი ბიოლოგიური აუცილებლობა თუ ცუდი გამოგონება