საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921

1918-1921 ეს წლები დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლების ხანაა, დრო, რომელსაც სამწუხაროდ არ ეწერა ხანგრძლივად არსებობა. სამი წლის შუალედი საქრთველომ იხილა, როგორც გამარჯვების სიხარული ასევე მარცხის სიმწარეც. “ სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი ” ( კონსტანტინე გამსახურდია )

ორი თარიღია განსაკუთრებით აღსანიშნავი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ეს არის: 1918 წლის 26 მაისი- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და 1921 წლის 25 თებერვალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცემა_ უცხო ძალის მიერ საქართველსო დაპყრობის დღე.

1917 წლის რუსეთიში მოხდა მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა საქართველოს თავისუფებისთვის ბრძოლაში. თებერვილი რევოლუცია, ტახტიდან ჩამოაგდეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ ჳჳ. რუსეთის იმპერია გადადის გარდამავალ პერიოდში. რომანოვების ტახტიდან ჩამოგდებამ და მათმა დევნამ, რუსეთის იმპერიულ მთლიანობას შეურყია საფუძველი. სწორედ ამ გარემოებამ შექმნა საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრივობის აღდგენის პირობები. თუცა ეს პროცესი რასაკვირველია ერთბაშად არ დაწყებულა. მას წინ უსწრებდა ამიერკავკასიის ჯერ სამხედრო მმართველობა შემდეგ კი ფედერაციული სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ორივე მათგანმა ერთად სულ 14 თვე გაძლო.
1917 წლსი 9 მარტიდან 15 ნოემბრამდე არსებობდა დროებითი მთავრობის მიერ განსაკუთრებული კომიტეტი- ოზაკომი. 1917 წლის 15 ნოემბერს ის ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა.1918 წელს 10 თებერვალს კომისარიატის ადგილი უკვე ამიერკავკასიის საიმმა დაიკავა. სეიმში სოციალ-დემოკრატიული პარტიაც იღებდა მონაწილეობას ამით ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში “სახელმწიფოებრივი” გამოცდილებით მოვიდნენ. 1917 წლის 19-22 ნოებერს შედგა საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო საზოგადოებისა და სხვა წარმომადგენლობების კრება, რომელმაც თავი ეროვნულ ყრილობად გამოაცხადა. ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოს თავჯდომარედ კი არჩეული იქნა ნოე ჟორდანია.

1917 წლის თებერვალში ცარისტული რეჟიმის დამხობა ქმნიდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ხელსაყრელ მომენტს. 1917 წლეს 12 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. რაც წინაპიროობაა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად.

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა გამოწვეული იყო კავკასიის ფრონტის მოშლით, რუსეთის ჯარის გასვლით, ბრესტის ზავის არ ცნობით და თურქეთის მხრიდან მომდინარე საფრთხით. ჩემი აზრით თავად ამიერკავკასიის ფედერაცია, ნაჩარევად და ხელოვნურად შექმნილი გაერთიანებას წარმოადგენდა, რომელსაც გამუდმებით გამუდმებით ქონდათ შინაგანი უთანხმოება.

1917 წლეს თბილისში შემდგარა გასაიდუმლოებული შეხვედრა თებერვლის თვეში. დავით ვაჩნაძის სახლში შეიკრიბნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, მიხაკომ წერეთელი, დავით ვაჩნაძე, იოსებ გედევანიშვილი და მელიტონ ქარცივაძე. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, როგორც კი ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება. “1917 წელი ჶერთ საღამოს შევიკრიბეთ ერთი ჩვენი მეგობრის სახლში ერთი კახელი, ერთი გურული, ერთი მეგრელი, ერთი ქართლელი და ერთი იმერელი. ეს იმერელი მე ვიყავი. მაშინ წყდებოდა საქართველოს ბედი და თითქოს რაღაც განგებით ამ მციერე კრებას თითქმის ყველა კუთხის კაცი ესწრებოდა” (დ.ვაჩნაძე).

“ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სანიმუშო პროექტი ” ეს პროექტი ზურაბ ავალიშვილმა შეადგინა. იმხანად 1918 წელის მაისის პირველ ნახევარში ბათუმში განახლდა საზავო მოლაპარაკებები ამიერკავკასიის სეიმსა და თურქეთს შორის. ბათუმის სხდომაზე მონაწილე ქართველებმა ავალიშვილის პროექტი მოიწონეს. თუმცა ნოე ჟორდანიამ შემდეგ წინდახედული ნაბიჯი გადადგა. საქართველოს გამოყოფის საკითხი მას ერთბაშად საეიმის სხდომაზე არ გაუტანია. არამედ ნიადაგი მოუსინჯა _ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვა წინასწარ სომხებისთვის გაუცვნია_ თავის მოგონებებში “ჩემი წარსული”, რომელიც 1953 წელს პარიზში გამოიცა ჟორდანია წერს:”მოვიწვიე სომხები ცალკე და გავაცანი მდგომარეობა. აგარონიანმა თბილი სიტყვებით მომართა- რაკი ქართველებს ეს გადაარჩენს, რა დაგვრჩენია, რომ არ დავადასტუროთ და მოგილოცოთ. ჩვენ უბედურებაში არ გვინდა სხვებიც ჩავრთოთ.” გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობსი აღიარება ხელსაყრელ დროს.
1918 წლის 26 მაისს თვილისში შეიკრიბა სეიმის უკანასკნელი სხდომა. რაკი პირობები გარკვეულად წინასწარ იყო მომზადებული, სხდომა დიდხან არ გაგრძელებულა. საიმმა თავიდან მოიხსნა ყოველგვარი რწმუნებულება და ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა. მივვყვეტ მოვლენების განვითარებას. 16:00 საათისათვსი ყოფილი მეფისნაცვლის სასახლიდან სეიმის დეპუტატები გამვიდნენ. დარბაზში საქართევლოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა, რომლის შექმანზე და თავჯდომარეზეც ზევით ვისაუბრეთ. ამ მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სხდომას საბჭოს 42 წევრი და 36 წევრობის კანდიდატი ესწრებოდა. მოწვეულნი იყვნენ: თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე, ქართველი მხედრობა, საპატიო სტუმართ შორის გამოირჩეოდნენ გერმანიის ჯარის უფროსი და გრაფი შულენბურგი თანმხლები ოფიცრებით.

სხდომას თავჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. “დღეს თქვენ აქ მოწამე იყავით ერთი ისტორიულისა და ამავე დროს ტრაღიკული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს ” ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ნოე ჟორდანიამ. “საქართველოს დამოუკიდებლობის” აქტი ეროვნულმა საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს 1918 წლის 26 მაისის 5 საათსა და 10 წუთზე. “ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენული უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” ამავე დღეს დამტკიცდა საქართველოს დროებითი შერეული მთავრობა. მიღებული იქნა ქვეყნის იდეოლოგიური და სოცალურო მოწყობსი შესახე პოსტულატები. მაგალითად ის, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო იქნებოდა. დამიუკიდებელი საქართველსო პოლიტიკური ფორმა კი დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო.

ეს მოვლენა მაშინ ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნიეს. ახალი ეპოქის, რომელსაც საქართველსოთვის განვითარება და მშვიდობა უნდა მოეტანა თუმაც სამწუხაროდ მოვლენების განვითარებამ საპირიპირო დაამტკიცა.
სამ წლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც გრძელდებოდა 1918 წლიდან 1921 წლამდ თავისი დაშვებული შეცდომებით საგარეო, საშინაო პრობლემატიკით თუ ეკონომიური კრიზისით ეს უზარმაზარი თემაა, რომელზეც საუბარი აქ არ გვექნება და ეს არც არის ჩემი თემის მიზანი. მე შევეცადე დამენახა, ისტორიისთვსი ძალიან მცირე დროში მომხდარი ორი ურთიერთდაპირისპირებული მოვლენა, რომლებიც საბედისწერო და გადამწყვეტი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

1920 წლიდან საქართველსო საგარეო ურთიერთობები გართულდა. ამავე წელს წითელი არმია ბაქოში შევიდა და აზერბაიჯანში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ეს ცუდი ნიშანი იყო საქართველოს იმდროინდელი მთავრობისთვის, თუმცა მე ვერ გეტყვით რამდენად იაზრებდნენ ამას ისინი მაშინ.”ჩვენ არ ვართ მარტო, მთელი ევროპა განურჩევლად პარტიისა და მიმართულებისა ჩვენთან არის”-ო ამტკიცებდა ჟორდანია.

საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის საიმედო გარანტიად მოეჩვენა რუსეთთან სამშვიდობო და მოკავშირეული ხელშეკრულების დადება. ამ მიზნით იყო ელჩების გაცვლა გამოცვლაც ჩამოყალიბდა ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც 1920 წლის 7 მაის იქნა ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულების პირველივე მუხლით საბჭოთა რუსეთმა ყოველგვარი პირობიოს გარეშე ცნო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ხელშეკრულების მეორე მუხლით რუსეთმა აიღო ვალდებულება არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში.

ამრიგად საქართველოს მხარამ მიაღწია რუსეთისგან, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენულობის აღიარებას. ამ მხრივ ხელშეკრულება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამავე ხელშეკრულებას ახლდა “განსაკუთრებით საიდუმლო დამატება”, რომლის ძალითაც საქართველოში არებულ კომუნისტურ ორგანიზაციებს ლეგალურად ეძლეოდათ არსებობის და მუშაობის უფლება. რომელიც რასაკვირველია გამოიყენეს ძალიან კარგად.

რუსეთში არსებული ძალების მიერ ხდებოდა საქართველოს ბოშევიკთა ორგანიზაციების დაფინანსება. 1920 წ. 20 მაის ოფიციალურად გაფორმდა საქართველოში კომუნისტური პარტია, რომელსაც ფილიპე მახარაძე მეთაურობდა. ივნისში გამოვიდა გაზეთ “კომუნისტის” პირველი ნომერი, რომელიც ეწეოდა ლენინური იდეების პროპაგანდას. საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობისთვის ბოლშევიკები საჯაროდ ეწეოდნენ პროპაგანდას და მობილიზაციას. მთავარ შტაბს წარმოადგენდა იმ დროისათვის ბაქო , სადაც იდჰა ხჳ არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭო.

კრემლში საქართველოს ბედი გადაწყდა, მაგრამ საქართველოსთან ხელშეკრულება ემსახურებოდა ორ მთავარ დანიშნულებას: ოპერაცია საგანგებოდ უნდა მომზადებულიყო, რადგან საქართველოს ძლიერი შეიარაღებული ძალები ყავდა ამასთან ერთდ საქაღტველოში შემოჭრას უნდა მისცემოდა გამართლება საერთაშორისო ასპარეზზე იმით, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს დაარღვია ხელშეკრულების პირობები. გასაბჭოების სცენარი ითვალსწხინებდა საქართველოს სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით.

1921 წელის იანვარში სერგო ორჯონიკიძე და კიროვი აკეთებენ განცხადებას საქართველოს დაუჯოვნებლივ გასაბჭოებსი მოთხოვნით. ხჳ არმიას უკვე ქონდა საქართველოს დაპყრობის დაწვრილებითი გეგმა. ამის შესახებ მოხსენდა ლენინს 1921 წ. იანვარში იოსებ სტალინი სერგო ორჯონიკიძეს უგზავნის დეპეშას:”ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი სამუშაო იმ ვარაუდით, რომ შესაძლებელია საჭირო შეიქმნას სამხედრო ჩარევა და საქართველს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვ შეკითხვა გაეგზავნოს კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ძალა დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტნი ვართო. აუცილებელია ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჟვების იმედი.ძალთა არსებული რაოდენობით თუ უნდა დავიწყოთ, უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც ხელმოწერილი გვექნება ინგლისთან ხელშეკრულება, რაც მოხდება ერთი ორი თვის შემდეგ.”

ხელშეკრულება, რომელზეც სტალინი საუბრობს დეპეშაში, დაიდო ინგლისის პრემიერის ლოიდ ჯორჯის დროს. ამ საბუთით ინგლისი საქართველოს საკითხს აღიარებდა საბჭოთა რუსეთის საშინაო საქმედ, რითაც წააქეზა კიდევ რუსეთის აგრესია საქართველოში. რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ხჳ არმიის შემოყვანა კი წინაწარ დაგეგმილი მოვლენა იყო, რომელსაც არაფერი არ ქონდა საერთო მუშათა “საყოველთაო” აჯანყებებთან.
საქართველსო ოკუპაცია ასეთი სცენარით იყო დაგეგმილი: საქართველოში უნდა მომხდარიყო არსებული მთავრობის წინააღმდეგ მშრომელთა შეიარაღებული გამოსვლა. შემდეგ კი ამ აჯანყებულებს უნდა შეედგეინათ მთავრობა რომელიც საქართველოს მშრომელთა სახელით მიმართავდა საბჭოთა რუსეთს.

ლორეს რაიონში დაიწყო აჯანყების ინსცენირება 11 თებერვალს. სინამდვილეში ეს იყო სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა საქართველოზე. საქართველოს საზღვრებში შემოჭრა ხორციელდებოდა დარიალის ხეობიტ, მამისონი უღელტეხილით, შავი ზღვის სანაპიროზე სოჭის მიმარტულებით. ბ16 თებერვალს სახელდახელოთ შედგა საქართველოს დროებითი-მთავრობა .“რევოლუციური კომიტეტი” რომელიც დაკომპლექტებული იყო: ფ. მახარაძე, მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა და სხვები. პარადოქსია, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან აჯანყების რაიონში. ხოლო მისი თავჯდომარე ფილიპე მახარაძე ლენინმა საქართველოში ოკუპაციის მერე მოავლიან.

საჭიროა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს იმ დროინდელი მთავრობა ამას მოუმზადებელი და დაუცველი შეხვდა, რადგანე მათ გულწრფელად სჯეროდათ ალბათ, რომ ევროპის ქვეყნები არ დაუშვებდნენ მსგავს ქმედებებს. არ დატოვებდნენ საქართველოს რუსეთის პირისპირ. “ლორეში რაიონში კომუნისტურმა პარტიებმა მოაწყვეს საიდუმლო შეთქმულება და დაარქვეს მას ხალხის გამოსვვლა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ” ამბობდა ჟორდანია. ეს ძალები და ყველა ვინც მათ მხარეზე გადავიდოდა კანონგარეშედ იქნებოდნენ გამოცხადებულნი. მსგავსი შინაარსის დადგენილება მიიღო საქართველოს მთავრობამ.

საქართველოს მთავრობამ, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო საგანგებო ზომები ქვეყნის თავდაცვისათვის. 17 თებერვალს სამხედროძალების სათავეში ჩაუდგა ახალი მმთავარსარდალი გენერალი გიორგი კვიტიტაძე. 18 თებერვალს მათ მოიპოვეს გამარჯვება იალღუჯის ხეობაბში, ტყვედ იგდეს 1600 რუსი ჯარისკაცი და საბრძოლო საშუალებები. რუსაბს დამატებითი ძალები გამოუგზავნეს. რის შემდეგაც ჩაფიქრებული იყო შეტევვის მიტანა თბილისსზე კოჯორ-ტაბახმელას მხრიდან. აქ სამი დღე მიდიოდა ბრძოლა რუსულ ბატალიონსა და თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებს შორის, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანს იქით განდევნეს. თუმცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი სახლში ვერღარ დაბრუნდა ამ ბრძოლის შემდეგ.

თბილისის კარიბჭესთან ბრძოლა მიმდინარეობდა 17-24 თებერვალს. 24 თებერვალს ღამისთ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მცხეთისაკენ უკან დახევის და თბილისის უბრძოლველად დატოვების შესახე. რადგან მტერი სხვა მხრიდანაც მოდიოდა და იქმნებოდა ქართული მხედრობის ალყაში მოქცევის საშისროება.
25 წითელი არმიის ნაწილები თბილისში უბრძოლველად შემოვიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს აცნობებეს “თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. _გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს”
თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელი არმიის შემთევ ნაწილებთან შეტაკება ქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე და ასე შემდეგ. ისინი შეუპოვრად იბრძოდნენ თუმცა თბილისის ჩაბარების შემდეგ სულისკვეთება ქონდათ გატეხილი.

ერთერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ამ ომში გადამწყვეტი როლი ითამაშა, იყო თურქეთის ზურგიდან დარტყმა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საბჭოთა რუსეტსა და თურქეთს შორის. თურქეთი საქართველოს მთავრობას არადაგან-ართვისის საფასურად დახმარებას აღუთქვავდა. თითქოს ამ მოტივით შევიდნენ თურქული ჯარები აჭარაში, მაგრამ ბათუმის ანექსია გამოცხადდა. საბჭოთა რუსეთი თურქეთს ბათუმის არ დაუთმობდა. სწორედ 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის მეორე მუხლით თურქეთმა საბჭოთა საქართველოს დაუმტკიცა სუვერენული უფლებები ბათუმზე. სამაგიეროდ თვითონ არტაანის და ართვინის ოლქები დაისაკუთრა.

თურქების აჭარაში შემოჭრამ დაამძიმა ვითარება. საქართველოს დემოკრატიულ მთავარობას გამოსავალი უნდა მოეძებნა. 1921 წლის 17-18 მარტს მოწვეულ იქნა ქუთაისის მოლაპარაკებები საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის. საბჭოთა რუსეთმა წამოაყენა წინადადება, რომ საქართველოს მთავრობას კაპიტულაცია გამოეცხადებინა და დანებებულიყვნენ. რაზეც ქართულმა მხარებ უარი განაცხადა. შეთანხმება მოხდა ჶერთში დაუყოვნებლივ უნდა შემწყდარიყო საომარი მოქმედებებეი. ბათუმში საბჭოთა ჯარის დახმარებით სურდა ქართულ მთავრობას თურქებისგან განთავისუფლება. ისინი ,როგორც “მეგობრული ძალა” ისე შევიდოდა ბათუმში. დემმოკრატიული მთავრობა, რომელიც ამ დგროისათვის ბათუმში იმყოფებოდა, დაპირებას იძლეოდა, რომ გააგზავნიდა ცარიელ ვაგონებს ბათუმის ოლქში წითელი არმიის ნაწილების შემოსაყვანად.

ამრიგად, საქართვლოს დემოკრატიულმა მთავრობამ შესაძლებლობა მისცა წითელ არმიას უბრძოლველად ევლო წინ ბათუმის მიმართულები. თუმცა გენერალი მაზნიაშვილის ნაწილებმა ბათუმის ოლქიდან თურქეთი განდევნეს მანამ, ვიდრე წითელი კავალერია ბბათუმს მიაღწევდა. მათ იმავე დღეებში მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასულიყო. მას ოკუპაცია არ გამოუცხადებია და იმდეოვნებდა, რომ ევროპის ქვეყნების დახმარებით დაიბრუნებდა საქართვლოს. 1921 წლის 18 მარტს დემოკრატიულმა მთავრობამ დამფუძნებელთა კრების ერთ ნაწილთან ერთად დაატოვა საქართველო და საფრანგეთისკენ წავიდა.

1921 წლის 25 თებერვალმა საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა საქართველოში. თუმცა ამ მოვლენას სხვა ინტერპრეტაციას აძლევდნენ თითქმის 70 წლის მანძილზე. წითელი არმიის ლაშქრობა და მის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ფასდებოდა, როგორც ძმური დახმარება საქართველოს ხალხისადმი. თითქოს საქართველოს კატასტროფა მოეოდა დემოკრატიული მთავრობის პერიოდში მათ კი გვიხსნეს ამ დიდი უბედურებისგან.

1989 წელს საქართველოს უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლა 1920წლის 7 მაისი ხელშეკრულება და 1921 წლის თებერვლის პოლიტიკური მოვლენები. დოკუმენტი, რომელიც მათ მიიღეს ასაბუთებს, რომ საბჭოთა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ცალმხრივად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველსო ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით საქართველომ დაკარგა ეროვნული სუვერენიტეტი. განხორციელდა მისი მეორედ დაპყრობა რუსეთის მიერ. საქართველოს ახალი ისტორიიაში ამ თარიღით დაიწყო ახალი სოციალისტური საქართველოს ჩამოყალიბება.

მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი აზრი ამ პროცესებთან დაკავშირებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. რუსეთის მხრიდან ეს პირდაპირ იყო ყოველგვარი სამართლებრივი ნორმაბის დარღვევა და საქართველსო განვითარების გზის გადაკეტვა.

თამარ თადიაშილი

თბილისი 2009

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s